პროტესტის მონაწილე თემურ ქათამაძე, რომელიც 30-ე დღეა შიმშილობს, კლინიკაში გადაიყვანეს.
„დილას ვნახე, ფიზიკურად ძალიან დასუსტებული იყო. ცუდად გამოიყურებოდა, წვერიც არ ჰქონდა გაპარსული, მაგრამ სულიერად მხნედ იყო. საბუთებს აგროვებს თავის საქმეზე. ახლა ადვოკატს ვესაუბრე და მითხრა, რომ კლინიკა „ჰელსიკორში“ გადაიყვანეს”, - განაცხადა „ბათუმელებთან“ თემურ ქათამაძის მეგობარმა ნინო კაკულიამ.