ავტორი:

"ცოტაც უნდა გავუძლოთ და ესენი ჩამოიშლებიან" - ბურჭულაძე

"ცოტაც უნდა გავუძლოთ და ესენი ჩამოიშლებიან" - ბურჭულაძე

დამპალ სისტემასთან გვაქვს საქმე. ჩვენ სწორ გზაზე ვართ. ამათ ჩვენ მშვიდობიანად გავისტუმრებთ, - ამის შესახებ მსოფლიო ბანმა პაატა ბურჭულაძემ „ინტერპრესნიუსს“ განუცხადა.

  • ბურჭულაძე საპროტესტო მსვლელობაზე იმყოფება. როგორც ის განმარტავს, „სისტემა მალე ჩამოიშლება“.

"მათ სისუსტეზე საუბრობს ყოველი დღე, როცა ჩვენ გამოვდივართ - დღეს მე-80-ე დღეა, სხვანაირად არ იქნებოდა ეს უაზრო ჯარიმები, უაზრო დაკავებები, კანონები, რასაც წერენ - ეს ყველაფერი მათ სისუსტეზე მეტყველებს. ცოტაც უნდა გავუძლოთ და ესენი ჩამოიშლებიან, რადგან ეს არ არის სამართლიანობაზე აწყობილი ქვეყანა, ეს არის სისტემაა, რომელიც დალპა. დამპალ სისტემასთან გვაქვს საქმე, საშიშები არიან, ჩვენ სწორ გზაზე ვართ, მშვიდობიანად, ამათ ჩვენ გავისტუმრებთ, დიდ ხანს ესენი ვერ გაძლებენ“, - განაცხადა ბურჭულაძემ.