ავტორი:

"უმძიმესი ღამეა, დაიღუპა ორი არასრულწლოვანი... უბედური შემთხვევის დეტალებს გამოძიება სწავლობს" - რას წერს თორნიკე რიჟვაძე

"უმძიმესი ღამეა, დაიღუპა ორი არასრულწლოვანი... უბედური შემთხვევის დეტალებს გამოძიება სწავლობს" - რას წერს თორნიკე რიჟვაძე

აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის მთავრობის თავმჯდომარე თორნიკე რიჟვაძე სოციალურ ქსელში ეხმაურება ბათუმში დატრიალებულ ტრაგედიას:

  • "უმძიმესი ღამეა. სიტყვებით რთულია გადმოსცე ის ტრაგედია, რომელიც “ოცნების ქალაქში” დატრიალდა. დაიღუპა ორი არასრულწლოვანი. უბედური შემთხვევის დეტალებს გამოძიება სწავლობს. ვუსამძიმრებ ოჯახებს, შეუძლებელია სანუგეშო სიტყვების პოვნა ასეთ დროს. ჩვენ მათ გვერდით ვართ" - წერს რიჟვაძე.

შეგახსენებთ, რომ ბათუმში ორი მოზარდი წყლით სავსე თხრილში ჩავარდა და დაიღუპა.

საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს ინფორმაციით, ბათუმში, ე.წ ოცნების ქალაქში მომხდარ უბედურ შემთხვევასთან დაკავშირებით, გამოძიება სისხლის სამართლის კოდექსის 116-ე მუხლით მიმდინარეობს, რაც გაუფრთხილებლობით სიცოცხლის მოსპობას გულისხმობს.

შემთხვევის ადგილზე, სამართალდამცავები იმყოფებიან. ტერიტორია ყვითელი ლენტითაა შემოსაზღვრული.