დღეს საქართველოს რაგბის ეროვნული ნაკრები ევროპის ჩემპიონატის ჯგუფური ეტაპის ბოლო მატჩს გამართავს.
- ქართველი მორაგბეები ესპანელ მეტოქეებს დაუპირისპირდებიან. ესპანეთთან ბორჯღალოსნებს დავით ნინიაშვილი უკაპიტნებს
ესპანეთსა და საქართველოს შორის გამარჯვებული ა ჯგუფში პირველ ადგილს დაიკავებს და, 1 ან 2 მარტს, თასის ნახევარფინალში, ბ ჯგუფის მეორეადგილოსანთან, მასპინძლის სტატუსით ისარგებლებს, დამარცხებული კი, ბ ჯგუფის გამარჯვებულს ესტუმრება.
მატჩი მადრიდში, ესტადიო ნასიონალ კომპლუტენსეზე, თბილისის დროით, 15:45-ზე დაიწყება.