ღრმა მწუხარებას გამოვთქვამთ ბათუმში დატრიალებული ტრაგედიის გამო, რომელსაც ორი ბავშვის სიცოცხლე ემსხვერპლა, - ამის შესახებ "ქართული ოცნების“ საპატიო თავმჯდომარის ბიძინა ივანიშვილისა და მისი მეუღლის განცხადებაშია ნათქვამი.
მთელი გულით ვუსამძიმრებთ და გულწრფელ თანადგომას ვუცხადებთ უბედური შემთხვევის შედეგად დაღუპული პატარების ოჯახებს, ახლობლებს, მთლიანად აჭარის რეგიონს და ამ დიდი ტრაგედიით შეძრულ ჩვენს საზოგადოებას”, - ნათქვამია ბიძინა და ეკატერინე ივანიშვილების წერილში, რომელსაც "ქართული ოცნება“ ავრცელებს.