ავტორი:

"რომ გავიგეთ ბავშვები დაიკარგაო,  დავნაწილდით და ვეძებდით... კარის მეზობლები იყვნენ, სულ ერთად იყვნენ, განუყრელად" - რას ჰყვება ადგილობრივი მაცხოვრებელი ბათუმში მომხდარ ტრაგედიაზე

"რომ გავიგეთ ბავშვები დაიკარგაო,  დავნაწილდით და ვეძებდით... კარის მეზობლები იყვნენ, სულ ერთად იყვნენ, განუყრელად" - რას ჰყვება ადგილობრივი მაცხოვრებელი ბათუმში მომხდარ ტრაგედიაზე

"მშობლები ეძებდნენ, ხალხმა რომ გავიგეთ ბავშვები დაიკარგაო, ყველა დავნაწილდით და ვეძებდით", - ამის შესახებ ბათუმში მომხდარი ტრაგედიის შესახებ ადგილობრივი "რუსთავი 2"-თან ჰყვება.

"3-4 საათი ბავშვები რომ აღარ მივიდნენ... დღისით მოხდა, ბაბუამ ამოიყვანა...

მისი ბაბუა მოვიდა და შვილიშვილებს ვერ ვპოულობო. კარის მეზობლები იყვნენ, ორივე ბიჭები, ძმაკაცობდნენ, სულ ერთად იყვნენ განუყრელად", - ამბობს ერთ-ერთი ადგილობრივი მაცხოვრებელი.

ცნობისთვის, ბათუმში, ე.წ. ოცნების ქალაქში უბედურ შემთხვევას ორი ბავშვი ემსხვერპლა. არსებული ინფორმაციით, ბავშვები საკანალიზაციო თხრილში ჩავარდნენ, რომელიც წყლით იყო სავსე. საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტრომ ფაქტზე გამოძიება სისხლის სამართლის კოდექსის 116-ე მუხლით დაიწყო, რაც გაუფრთხილებლობით სიცოცხლის მოსპობას გულისხმობს.