საქართველოს რაგბის ეროვნული ნაკრები ევროპის ჩემპიონატის ჯგუფური ეტაპის ბოლო მატჩს ესპანეთის წინააღმდეგ მართავს.
ესპანეთთან ბორჯღალოსნებს დავით ნინიაშვილი კაპიტნობს.
ესპანეთსა და საქართველოს შორის გამარჯვებული ა ჯგუფში პირველ ადგილს დაიკავებს და 1 ან 2 მარტს, თასის ნახევარფინალში, ბ ჯგუფის მეორეადგილოსანთან, მასპინძლის სტატუსით ისარგებლებს, დამარცხებული კი, ბ ჯგუფის გამარჯვებულს ესტუმრება.მ
მატჩი მადრიდში, ესტადიო ნასიონალ კომპლუტენსეზე მიმდინარეობს.