2025 წლის რაგბი ევროპის ჩემპიონატის ჯგუფური ეტაპის დასკვნით ტურში საქართველოს ნაკრებმა ესპანეთი 62:32 დაამარცხა.შედეგად, „ბორჯღალოსნებმა“ A ჯგუფში პირველი ადგილი დაიკავეს და თასის ნახევარფინალში B ჯგუფის მეორეადგილოსანთან მასპინძლის სტატუსით ისარგებლებს.
10 ლელოდან 3 საქართველოს ნაკრების კაპიტანმა დავით ნინიაშვილმა გაიტანა.
ტურნირის ნახევარფინალები 1-2 მარტს გაიმართება, ფინალები კი 15-16 მარტს.