კიბოს დამარცხების ინოვაციური პროგრამა - ვინ არის ერთადერთი ქართველი ონკოპაციენტი, რომელიც სტივ ჯობსის პროგრამისთვის შეარჩიეს და შეცვლის თუ არა მკურნალობის ინოვაციური მეთოდი ონკოპაციენტების ბედს?
“სულ ვამბობდი, რომ გავიგო სიმსივნე მაქვს, ალბათ მეორე დღესვე მოვკვდები მეთქი,“ - ამბობს ნატალია, რომელმაც დიაგნოზის შესახებ 4 წლის წინ შეიტყო.
“აღმოჩნდა, რომ მქონდა მეოთხე სტადიის სიმსივნე, 26 მეტასტაზით. მითხრეს, მესამე სტადიააო, ეგონათ, რომ სიცოცხლისთვის არ ვიბრძოლებდი.
მან 75 ქიმიოთერაპიის კურსი ჩაიტარა. თუმცა, კლასიკურმა მედიცინამ თავისი რესურსი ამოწურა და ექიმებმაც მხოლოდ 2 თვის სიცოცხლე უწინასწარმეტყველეს.
“ეს არის ბოლო სტადია იმისთვის, რომ რაღაცა წამალი გამოვიდეს და ბევრ ადამიანს ეშველოს. მეც მივეცი ჩემი სხეული რომ გამოცადონ... 4 წელია ცოცხალი ვარ და ეს ცოტა არ არის. ყველა ამბობს, რომ ასეთი კარგი შედეგი ჩვენ არ გვქონია.
მაგან გააკეთა ის საოცრება, რაც გააკეთა - სიმსივნე ახლად აღმოცენებული იყო ჭიპის არეში და ელენთაზე, სრულიად გააქრო, - ამბობს ნატალია პაჭკორია.
იხილეთ ასევე: