მსოფლიოს მოსახლეობის დიდი ნაწილი ლაქტოზის მონელების დარღვევას უჩივის, ამიტომ ტერმინი ლაქტოზის აუტანლობა დღეს ბევრისთვის არ არის უცხო. არც ამ პრობლემასთან გამკლავებაა რთული, რადგან ბაზარი გაჯერებულია ულაქტოზო ნაწარმით, რაც ლაქტოზის აუტანლობის მქონე ადამიანებს სრულყოფილი კვების საშუალებას აძლევს.
რატომ ვერ ითვისებს ჩვენი ორგანიზმი რძეს?
ლაქტოზა შაქრის ნაირსახეობაა, რომელიც რძესა და მის ნაწარმში შედის. მის გადამუშავებას ფერმენტი ლაქტაზა უზრუნველყოფს. როცა ორგანიზმი ამ ფერმენტს სრულიად ვერ ან არასაკმარისად წარმოქმნის, ფერხდება ლაქტოზის დაშლა, რაც იწვევს რძისა და მისი ნაწარმის აუტანლობას.
ამის მიზეზი შესაძლოა იყოს ეთნიკური წარმომავლობა. მაგალითად, ლაქტაზის დეფიციტი დამახასიათებელია უმთავრესად აზიისა და აფრიკის მოსახლეობისთვის. ის შეიძლება იყოს თანდაყოლილი ან განვითარდეს ნებისმიერ ასაკში ისეთი დაავადების ფონზე, რომელიც ნაწლავების ლორწოვანს აზიანებს. ასე რომ, ეს პრობლემა აქტუალურია როგორც ბავშვებთან, ისე მოზარდებთანაც.
როგორ ამოვიცნოთ
რძის, თუნდაც ერთი ჭიქის, დალევის შემდეგ თუ შეგაწუხათ მუცლის შებერილობამ და ტკივილმა, დიარეამ, ღებინებამ, სავარაუდოდ, ლაქტოზის აუტანლობა გაქვთ.
ულაქტოზო რძე - საუკეთესო გამოსავალი
მათთვის, ვინც იძულებულია, უარი თქვას რძესა და მის ნაწარმზე, შეიქმნა ულაქტოზო (lactose free) საკვები ფორმულა. მაგალითად, ჩვეულებრივი რძის შესანიშნავი ალტერნატივაა ვეგანური ანუ მცენარეული რძე. მას აქვს თითქმის ისეთივე გემო და ტექსტურა,როგორიც ჩვეულებრივ რძეს. გამდიდრებულია სიცოცხლისთვის მნიშვნელოვანი ისეთი ნივთიერებებით, როგორიცაა კალციუმი, მაგნიუმი, ფოსფორი, B ჯგუფის ვიტამინები, E და D ვიტამინები და სხვა. ის შეიძლება უბრალოდ დალიოთ ან ჩვეულებრივი რძის მსგავსად სხვადასხვა კერძისა თუ ტკბილეულის მომზადებისას გამოიყენოთ.
„ავერსის“ აფთიაქებში მაღალი ხარისხის, სერტიფიცირებული ინგრედიენტებისგან დამზადებული ულაქტოზო და უგლუტენო ვეგანური რძის ოთხი სხვადასხვა სახეობის - სოიოს, ნუშის, ქოქოსის, შვრიის - შეძენა შეგიძლიათ.
ნუშის ულაქტოზო რძე ბრინჯით
წარმოადგენს ნუშის ბუნებრივი გემოსა და ბრინჯის სინაზის კომბინაციას. შესანიშნავი არჩევანია მათთვის, ვისაც უყვარს მრავალფეროვნება მცენარეულ სასმელებში. დამზადებულია სერტიფიცირებული ინგრედიენტებისგან.
მისი ძირითადი კომპონენტია ნუში. მდიდარია: E ვიტამინით - ძლიერი ანტიოქსიდანტია, რომელიც ებრძვის უჯრედების დამაზიანებელ თავისუფალ რადიკალებს;
ცილებით - აუცილებელია ორგანიზმის სრულყოფილი ფუნქციონირებისთვის;
ომეგა-3 ცხიმოვანი მჟავებით - იცავს და აძლიერებს გულ-სისხლძარღვთა სისტემას.
სოიოს ულაქტოზო რძე
წარმოადგენს მაღალი ხარისხის მცენარეულ რძეს, რომელიც შეიცავს უამრავ სასარგებლო პროტეინს. შესანიშნავი არჩევანია მათთვის, ვისაც სურს, გაამდიდროს დიეტა მცენარეული პროდუქტებით. დამზადებულია სერტიფიცირებული ინგრედიენტებისგან.
სასმლის საფუძველს წარმოადგენს სოიის მარცვლები, რომელთა 100% მცენარეული პროტეინია. დასამზადებლად გამოყენებულია არაგენმოდიფიცირებული სოია.
მასში შედის:
9 ესენციური ამინომჟავა - აუცილებელია ორგანიზმის სრულფასოვანი ცხოველქმედებისთვის, რადგან ორგანიზმს მათი სინთეზი არ შეუძლია;
ფიტოსტეროლები - დაბლა სწევს სისხლში დაბალი სიმკვრივის ქოლესტეროლის დონეს და ამცირებს გულ-სისხლძარღვთა დაავადებების რისკს;
იზოფლავონები - იცავს გულ-სისხლძარღვთა სისტემას და ხელს უშლის გულ-სისხლძარღვთა დაავადებების განვითარებას, შეუძლია, ხელი შეუშალოს ოსტეოპოროზის განვითარებასა და პროგრესირებას;
რკინა, კალციუმი, მაგნიუმი - აუცილებელია ძვლებისა და სისხლის მიმოქცევის სისტემის ჯანმრთელობისთვის.
შვრიის ულაქტოზო რძე
წარმოადგენს ბუნებრივ პროდუქტს, რომელიც გამოირჩევა პროტეინის მაღალი შემცველობით და შვრიის ნაზი არომატით.
გამდიდრებულია 12 ესენციური ამინმჟავით, რომლებიც ცილის შესანიშნავი წყაროა. ცილა ორგანიზმის საშენ მასალას წარმოადგენს და უამრავ სხვა მნიშვნელოვან ფუნქციასაც ასრულებს ორგანიზმში.
გარდა ამისა, მდიდარია: B ჯგუფის ვიტამინებით - ეს ვიტამინები ორგანიზმში მიმდინარე მრავალ მნიშვნელოვან მეტაბოლურ პროცესში მონაწილეობს. აუცილებელია თავის ტვინისა და ნერვების სრულფასოვანი მუშაობისთვის, პასუხს აგებს ენერგეტიკულ ცვლაზე, ხელს უწყობს უჯრედების ზრდასა და გამრავლებას, ერითროციტების - სისხლის წითელი უჯრედების - ფორმირებას, ზრუნავს თმის, კანისა და ფრჩხილების სიჯანსაღეზე;
ბოჭკოთი - არეგულირებს საჭმლის მომნელებელი ტრაქტის მუშაობას და მნიშვნელოვან როლს ასრულებს ზოგადი ჯანმრთელობის შენარჩუნებაში.
ქოქოსის ულაქტოზო რძე ბრინჯით
წარმოადგენს ტრადიციული რძის ალტერნატივას, რომელიც გამოირჩევა ქოქოსისა და ბრინჯის არომატით. შესანიშნავი არჩევანია მათთვის, ვისაც უყვარს ეგზოტიკური გემოები.
მისი ძირითადი კომპონენტია ქოქოსი.
მდიდარია E ვიტამინით, რომელიც იცავს უჯრედებს დაზიანებისგან, ელასტიკურობას უნარჩუნებს სისხლძარღვის კედელს, არეგულირებს ქოლესტეროლის დონეს, აჯანსაღებს კანს, ბზინვარებას სძენს თმას.
აქვს ანტიბაქტერიული მოქმედება.
ლაურინის მჟავას შემცველობის წყალობით, ხელს უწყობს სისხლში ქოლესტერინის დონის დაწევას და ასტიმულირებს გულ- სისხლძარღვთა სისტემას.
„ვეგამილქის“ პროდუქტები დამზადებულია მაღალი ხარისხის სერტიფიცირებული ინგრედიენტებისგან და შეესაბამება ბავშვთა კვების წარმოების ევროპულ სტანდარტს. პროდუქტი ულტრაპასტერიზებულია. ულტრაპასტერიზაცია უზრუნველყოფს პროდუქტის მიკრობიოლოგიურ სისუფთავეს. რაც მთავარია, ის ინარჩუნებს ყველა ბუნებრივ სასარგებლო ნივთიერებას, ვიტამინსა და მიკროელემენტს.
მაღალი ხარისხის ნედლეული, თანამედროვე ტექნოლოგიური თერმული დამუშავება და საიმედო შეფუთვა საშუალებას გვაძლევს, პროდუქტი შევინახოთ 12 თვის განმავლობაში 0-დან 25 გრადუსამდე ტემპერატურაზე. ამავდროულად, მასში არ არის კონსერვანტები, ლაქტოზა და გლუტენი.
გახსნის შემდეგ პროდუქტის შენახვა შეიძლება მხოლოდ მაცივარში არა უმეტეს 3 დღისა.
R