ავტორი:

საქართველოდან თურქეთში 910 წყლის კუ კონტრაბანდულად გადაჰქონდათ - რას წერს თურქული მედია

საქართველოდან თურქეთში 910 წყლის კუ კონტრაბანდულად გადაჰქონდათ - რას წერს თურქული მედია

თურქმა სამართალდამცველებმა სარფის საბაჟოზე, რუტინული შემოწმების დროს, ერთ-ერთი მანქანის დათვალიერებისას, დიდი რაოდენობით კუ აღმოაჩინეს.

  • თურქეთის პოლიციის თქმით, 910 წყლის კუ საქართველოდან თურქეთში კონტრაბანდულად შეჰქონდათ.

როგორც თურქული მედია წერს, კუების ჯამური ღირებულება 655 ათასი ლირაა (დაახლოებით 51 ათასი ლარი).

ფაქტზე ჰოფას პროკურატურამ გამოძიება დაიწყო. საბაჟოს წარმომადგენლებმა განაცხადეს, რომ ისინი გააძლიერებენ კონტროლს მსგავსი კონტრაბანდული მცდელობების წინააღმდეგ, რომლებიც საფრთხეს უქმნის ბუნებას და ბიომრავალფეროვნებას.

წყარო