ბავშვები სამყაროს აღქმას კითხვით, დაკვირვებით და შეკითხვების დასმით სწავლობენ. 8-12 წლის ასაკი კი სწორედ ის პერიოდია, როცა მათი ცნობისმოყვარეობა განსაკუთრებით ძლიერდება – მათ აინტერესებთ, როგორ მუშაობს სამყარო, რატომაა ცისფერდება ცა ცისფერი, როგორ დაფრინავენ თვითმფრინავები, ან რატომ არის გრავიტაცია ასეთი მნიშვნელოვანი.
ამ კითხვებზე პასუხების პოვნისტვის საუკეთესო გზა საბავშვო ენციკლოპედიებია, რომლებიც ბავშვებისთვის გასაგებ ენაზე, მარტივად და ვიზუალურად ახსნიან რთულ მეცნიერულ ცნებებს.
ერთ-ერთი ყველაზე მნიშვნელოვანი და საინტერესო სფერო, რომლის საფუძვლები ყველა ბავშვმა უნდა იცოდეს, ფიზიკაა. სწორედ ფიზიკა გვიხსნის, როგორ მუშაობს სამყარო: რატომ ვარდება საგნები, როგორ ვრცელდება სინათლე, როგორ წარმოქმნის ელექტრობა ენერგიას და სხვა უამრავ ფენომენს, რომელთა გარეშე ჩვენი ცხოვრება წარმოუდგენელია.
„ფიზიკა – 500 საინტერესო ფაქტი“ – ბავშვებისთვის შექმნილი ენციკლოპედია
თუ თქვენი შვილი მუდმივად სვამს შეკითხვებს და სურს მეტი გაიგოს მეცნიერებაზე, მაშინ ეს წიგნი სწორედ მისთვისაა!
ახალი 3-ტომეული „500 საინტერესო ფაქტი“ მიზნად ისახავს ბავშვებისთვის მეცნიერების გასაგები და მხიარული ენით გადმოცემას.
პირველი ტომი ფიზიკას ეძღვნება და სავსეა განსაცვიფრებელი ფაქტებით, საინტერესო ილუსტრაციებით და მარტივი ახსნებით.
რატომ უნდა წაიკითხონ ბავშვებმა ეს წიგნი?
ინტერაქციული და გასაგები – ტექსტი ბავშვებისთვის ადაპტირებულია, რათა მათ მარტივად აღიქვან ფიზიკის კანონები.
500 საოცარი ფაქტი – ფაქტები, რომლებიც აოცებს და ამავდროულად ასწავლის!
ილუსტრაციებით გაფორმებული – ინფორმაცია ვიზუალურადაც აღიქმება, რაც კითხვის პროცესს უფრო სახალისოს ხდის.
იცვლება შეხედულებები სამყაროზე – წიგნი ეხმარება ბავშვებს გაიგონ, როგორ მუშაობს სამყარო, როგორ მოქმედებს გრავიტაცია, რატომ იყინება წყალი და როგორ ვრცელდება ხმა.
პირველი ტომი, „ფიზიკა – 500 საინტერესო ფაქტი“ ხელმისაწვდომი იქნება 24 თებერვლიდან „ბიბლუსის“ წიგნის მაღაზიებში. წიგნის ფასი 15 ლარია.
ბავშვებისთვის ფიზიკის სამყაროს აღმოჩენა არასდროს ყოფილა ასეთი საინტერესო და სახალისო! დაეხმარეთ მათ, გამოიკვლიონ სამყარო და იპოვონ პასუხები ყველაზე დამაინტრიგებელ კითხვებზე - „500 საინტერესო ფაქტის“ სერიით!
R