გრენლანდიაში არსებული სამხედრო ბაზის ნამდვილი დანიშნულება ათწლეულების განმავლობაში საიდუმლოდ რჩებოდა. ახლა კი გავრცელდა აქამდე გასაიდუმლოებული დოკუმენტები იდუმალი "ქალაქის" შესახებ, რომელიც ღრმად იყო ჩაფლული ყინულის საფარქვეშ.
"ცივი ომის" პერიოდში შექმნილი სამხედრო ბაზა, სახელად Camp Century თითქმის 30 მეტრის სიღრმეზე, ყინულის ქვეშ მდებარეობს.
აშშ-ის არმიის ინჟინერთა კორპუსის მიერ აშენებული ბაზა აღჭურვილი იყო 21 ურთიერთდაკავშირებული გვირაბით. იგი ოფიციალურად წარმოდგენილი იყო როგორც სამეცნიერო კვლევითი სადგური. სამხედრო ბაზის ნამდვილი დანიშნულება ათწლეულების განმავლობაში კარგად დაცულ საიდუმლოდ რჩებოდა.
სინამდვილეში, Camp Century იყო საიდუმლო პროექტის, Iceworm-ის ნაწილი - შექმნილი იყო ბირთვული იარაღის შესანახად, ასევე სსრკ-ს წინააღმდეგ ბირთვული რაკეტების გასაშვებად, დიდი კონფლიქტის შემთხვევაში.
ბანაკი "იკვებებოდა" ინოვაციური პორტატული ბირთვული რეაქტორით - PM-2A -თ, რომელიც აწვდიდა ელექტროენერგიას და სითბოს. მიუხედავად მისი ამბიციური მიზნებისა, არასტაბილური ყინული მნიშვნელოვანი დაბრკოლება აღმოჩნდა.
დროთა განმავლობაში, ყინულის გადაადგილებამ და დნობამ Project Iceworm-ის განხორციელება შეუძლებლად აქცია, შედეგად, აშშ-მა ბაზა 1967 წელს მიატოვა. ბირთვული რეაქტორი ამოიღეს, მაგრამ სხვა მასალები, მათ შორის სახიფათო ნარჩენები, დატოვეს.
წლების შემდეგ, მივიწყებული ბაზა NASA-ს მეცნიერმა შემთხვევით აღმოაჩინა რუტინული კვლევითი მისიის დროს. თოვლისა და ყინულის ნარევმა დაფარა ადგილი, რის გამოც Camp Century ღრმად ჩაფლულია მიწისქვეშეთში.