"ანტისაოკუპაციო მოძრაობის" წევრის, დავით ქაცარავას ინფორმაციით ოკუპირებულ ახალგორის ტყეში ხანძარია. ქაცარავა აღნიშნული ამსახველ ფოტოებსაც აქვეყნებს.
"ამ წუთებში აქტიური ხანძარი მიიწევს ოკუპირებული სოფელ მსხლების მიმართულებით.
ხანძრის კერა ასევე ოკუპირებულ ნაწილში მდებარეობს.
თუ ხანძარი ბუნებრივად არ ჩაქრება, რამდენიმე საათში ის მიადგება ოკუპირებულ სოფელს", - წერს ქაცარავა.
სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურის ინფორმაციით, ხანძარი ტყის მასივში გაჩნდა.
როგორც სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურში აცხადებენ, მათ მიერ გააქტიურდა ცხელი ხაზი, ასევე, საქმის კურსშია ევროკავშირის სადამკვირვებლო მისიაც.