ავტორი:

რომის პაპი ფრანცისკე ისევ საავადმყოფოში რჩება - რა ხდება ცნობილი ვატიკანის მეთაურის ჯანმრთელობის მდგომარეობაზე?

რომის პაპი ფრანცისკე ისევ საავადმყოფოში რჩება - რა ხდება ცნობილი ვატიკანის მეთაურის ჯანმრთელობის მდგომარეობაზე?

ვატიკანის განცხადებით, რომის პაპი ფრანცისკე "რთული კლინიკური მდგომარეობის" გამო მკურნალობას გადის და საავადმყოფოში მანამ დარჩება, ვიდრე ეს საჭირო იქნება.

88 წლის პონტიფიკოსი პარასკევს რომის ჯემელის საავადმყოფოში ბრონქიტის დიაგნოზით მოათავსეს. მისი ჰოსპიტალიზაცია მას შემდეგ გახდა საჭირო, რაც რამდენიმე დღის განმავლობაში მას სუნთქვა უჭირდა.

ორშაბათს ვატიკანმა განაცხადა, რომ პაპს სასუნთქი გზების "პოლიმიკრობული ინფექცია" აქვს, რამაც მკურნალობის კურსის შეცვლა განაპირობა. მოგვიანებით ვატიკანმა დაამატა, რომ პაპი "დანიშნულ მკურნალობას განაგრძობს", სტაბილურ მდგომარეობაშია და სიცხე არ აქვს. მიუხედავად ჰოსპიტალიზაციისა, გარკვეული სამუშაოების შესრულება და კითხვა პაპმა მაინც მოახერხა.

პაპი ფრანცისკეს ყოველკვირეული აუდიენცია, რომელიც ჩვეულებრივ, ყოველ ოთხშაბათს იმართება, ამ კვირაში გაუქმდა. მან წმინდა პეტრეს მოედანზე კვირის რეგულარული ლოცვის ჩატარება, ისევე, როგორც კათოლიკური ეკლესიის საიუბილეო წლის აღსანიშნავად ხელოვანთათვის განკუთვნილი სპეციალური მესის ჩატარება, ვერ შეძლო.

ვატიკანის წარმომადგენელმა ასევე აღნიშნა, რომ პაპი მადლიერია იმ დიდი თანადგომისა და სიყვარულის გამოხატულებისთვის, რომელსაც ის მთელი მსოფლიოდან იღებს. გავრცელებული ცნობით, ფრანცისკე სხვა ჰოსპიტალიზებული პაციენტების მიმართ განსაკუთრებულად გულისხმიერია.

წყარო