ქუთაისში ხიდებიდან საპროტესტო ბანერები გადმოფინეს.
“აჯანყდი, რადგან წინააღმდეგობა დამცირებაზე უკეთესია“, “თავისუფლება, თანასწორობა, სოლიდარობა“, “სამართალი ხალხს, დამხობა ოლიგარქიას“, - ამ შინაარსის ტრანსპარანტები თეთრი ხიდის, რუსთაველის ხიდის და წითელი ხიდის მოაჯირებიდან გადმოფინეს.


პერფორმანსის ორგანიზატორები აქციების მონაწილეები არიან.


ქუთაისში “ქართული ოცნების” წინააღმდეგ უწყვეტი აქციები 83 დღეა გრძელდება.
ფოტო: Kutaisipost • ქუთაისიპოსტი