ავტორი:

ცნობილი ხდება, რომ "ჰამასმა" დახოცა ყველაზე პატარა, 2 და 5 წლის მძევლები და ასევე, ბავშვების დედა - "ბიჭუნა მხოლოდ 9 თვის იყო როცა გაიტაცეს"

ცნობილი ხდება, რომ "ჰამასმა" დახოცა ყველაზე პატარა, 2 და 5 წლის მძევლები და ასევე, ბავშვების დედა - "ბიჭუნა მხოლოდ 9 თვის იყო როცა გაიტაცეს"

"ჰამასის" მიერ დატყვევებული ყველაზე უმცროსი მძევლები, 2 წლის კფირ ბიბასი და 5 წლის არიელ ბიბასი, ასევე მათი დედა, გარდაცვლილები არიან, ხოლო მათი ცხედრები ამ კვირაში ისრაელს გადაეცემა, – ამის შესახებ ინფორმაცია "ჰამასმა" გაავრცელა.

კფირ ბიბასს თავისუფლებაში დაბადების დღე არასდროს უზეიმია. ის და მისი ოჯახი 2023 წლის 7 ოქტომბერს გაიტაცეს, როცა ბავშვი მხოლოდ 9 თვის იყო.

ისრაელს არ დაუდასტურებია წითური ძმებისა და მათი დედის, შირი ბიბასის, სიკვდილი.

შირი ბიბასი, 5 წლის არიელ ბიბასი და 2 წლის კფირ ბიბასი ტყვედ აყვანის დროს, 2023 წლის 7 ოქტომბერს.

"ჰამასის" ლიდერმა ღაზაში, ხალილ ალ-ჰაიამ, თქვა, რომ ოთხი მძევლის ცხედარი ხუთშაბათს გადაეცემა ისრაელს, ხოლო შაბათს ექვსი ცოცხალი მძევალი გათავისუფლდება.

მძევლების გათავისუფლება ისრაელში დაკავებული ასობით პალესტინელი პატიმრის სანაცვლოდ ხდება.

წყარო