ავტორი:

ვულკან ეტნას, ამოფრქვევის საყურებლად, ათასობით ტურისტი “შეესია“ - ხალხის ნაკადის შესაჩერებლად, დამატებითი სამაშველო ჯგუფები გამოიძახეს

ვულკან ეტნას, ამოფრქვევის საყურებლად, ათასობით ტურისტი “შეესია“ - ხალხის ნაკადის შესაჩერებლად, დამატებითი სამაშველო ჯგუფები გამოიძახეს

სიცილიის ქალაქ კატანიაში, ვულკანი ეტნას ამოფრქვევის საყურებლად ათასობით ტურისტი შეიკრიბა. თუმცა ადგილობრივი ხელისუფლება ჩივის, რომ ისინი ხელს უშლიან სამაშველო და კომპეტენტურ სამსახურებს მუშაობაში.

სიცილიის რეგიონული სამოქალაქო დაცვის უფროსმა, სალვო კოჩინამ, “ტურისტების შემოსევა“ აღწერა, როგორც "ველური და უკიდურესად საშიში" მოვლენა.

მისი თქმით, ხედებით მოხიბლული მგზავრები, ავტომობილებს ვიწრო გზაზე, შუაში აჩერებენ, რაც საცობებს ქმნის, ართულებს სამაშველო მანქანების გადაადგილებას.

“როცა ღამდება, სიტუაცია უკიდურესად საშიში ხდება, იზრდება ადამიანების დაცემისა და საფრთხეების რისკი", - ამბობს კოჩინა.

  • როგორც ადგილობრივი მედია წერს, ორშაბათს, ვულკანის სანახავად ჩასული რვა ადამიანი დაკარგა. მათთან ერთად იმყოფებოდა ორი არასრულწლოვანი. ისინი სახანძრო ბრიგადამ რამდენიმე საათის შემდეგ იპოვა. რამდენიმე დღის შემდეგ, 48 წლის ტურისტმა დაცემის შედეგად ფეხი მოიტეხა, ღამით კი კიდევ 4 ტურისტი დაიკარგა.

ტურისტების ნაკადის შესაჩერებლად ქალაქს მეხანძრეების გამოძახება სიცილიიდან მოუწია.

ტურისტებისთვის ახალი აკრძალვები შემოიღეს - ისინი ვალდებულები არიან ვულკანიდან 500 მეტრის დაშორებით იდგნენ. მედია წერს, რომ ადგილზე მყოფები აკრძალვას არ ემორჩილებიან.

წყარო