ავტორი:

რუსულმა "აზიმუტმა“ თბილისამდე ისევ ვერ ჩამოაღწია - ავიაკომპანიის თვითმფრინავების ტექნიკური პრობლემები არ სრულდება

რუსულმა "აზიმუტმა“ თბილისამდე ისევ ვერ ჩამოაღწია - ავიაკომპანიის თვითმფრინავების ტექნიკური პრობლემები არ სრულდება

რუსული ავიაკომპანია "აზიმუტის“ სამგზავრო თვითმფრინავის ეკიპაჟი, რომელიც მოსკოვიდან თბილისის მიმართულებით მიფრინავდა, ტექნიკური პრობლემის გამო იძულებული გახდა, ვნუკოვოს აეროპორტში დაბრუნებულიყო.

ამის შესახებ ავიაკომპანიის პრესსამსახურის განცხადებაში წერია.

საუბარია A47107-ის რეისზე, რომელიც 19 თებერვალს უნდა შესრულებულიყო.

"აზიმუტმა“ პირობა დადო, რომ მგზავრებს თბილისში სარეზერვო თვითმფრინავით ჩაიყვანს. გააგრძელეთ კითხვა