“რუსეთისა და აშშ-ს ეროვნული ინტერესები ერთმანეთს სრულად არასდროს დაემთხვევა“, - ამის შესახებ რუსეთის საგარეო საქმეთა მინისტრმა, სერგეი ლავროვმა რუსეთის სახელმწიფო დუმაში სიტყვით გამოსვლისას განაცხადა.
“ჩვენი ეროვნული ინტერესები ერთმანეთს სრულად არასოდეს დაემთხვევა. უმეტესწილად, ინტერესები გარკვეულ სფეროებში განსხვავდება, რომლებიც თითოეული ქვეყნისთვის მნიშვნელოვანია, მაგრამ იქ, სადაც ისინი ემთხვევა, ყველაფერი უნდა გავაკეთოთ იმისთვის, რომ მაქსიმალური ორმხრივი სარგებელი მივიღოთ“, - განაცხადა სერგეი ლავროვმა.
“ეს აშშ-ის სახელმწიფო მდივანმა თქვა, რომ იქ, სადაც ეროვნული ინტერესები განსხვავდება, პასუხისმგებელმა ქვეყნებმა, მათ შორის, რა თქმა უნდა, რუსეთმა და აშშ-მაც არ უნდა დაუშვან, რომ არსებული განსხვავებები კონფრონტაციაში გადაიზარდოს, რომელიც მსოფლიოს მრავალი ქვეყნისთვის საზიანო იქნება“, - აღნიშნა ლავროვმა.