დღეს, 19 თებერვალს ჩემპიონთა ლიგის პლეი-ოფის პირველი ეტაპის განმეორებით მატჩში ხვიჩა კვარაცხელიას პსჟ "ბრესტს" უმასპინძლებს. მატჩი 23:59 საათზე დაიწყება. პირველი დაპირისპირება ჩვენებურის გუნდმა 3-ბურთიანი სხვაობით მოიგო.
პარიზული კლუბი ბოლო თვეების განმავლობაში ევროპაში ერთ-ერთი ყველაზე თანმიმდევრულია.
"ბრესტთან“ ჩემპიონთა ლიგის მერვედფინალში გასასვლელი პლეი-ოფის საპასუხო მატჩის წინ ჩატარებულ პრესკონფერენციაზე, პსჟ-ის მწვრთნელს, ლუის ენრიკეს ხვიჩა კვარაცხელიაზე დაუსვეს კითხვა, რომლის საპასუხოდაც ესპანელმა სპეციალისტმა შემდეგი განაცხადა:
"მისი დებიუტით კმაყოფილი ვარ. ადაპტაციისთვის დრო სჭირდება. ძნელია ქვეყნის, ენის გამოცვლა, შენმა ოჯახმა ახალ გარემოში შეგუება უნდა შეძლოს. ის აქ დიდი ხანი იქნება, ჩვენ არ ვჩქარობთ და ვცდილობთ თავისი უნარებით გუნდისთვის სასარგებლო იყოს. მე ვარჯიშებზე მისი საქმისადმი დამოკიდებულებით ძალიან კმაყოფილი ვარ. არსად გვეჩქარება, გუნდში კარგადაა ინტეგრირებული. ეს პროცესი იმდენ ხანს გაგრძელდება, რამდენიც აუცილებელია".
წყარო: sportall.ge