ავტორი:

რამდენი ადამიანია საქართველოში უმუშევარი - საქსტატის უახლესი მონაცემები

რამდენი ადამიანია საქართველოში უმუშევარი - საქსტატის უახლესი მონაცემები

2024 წლის მეოთხე კვარტალში საქართველოში უმუშევრობის დონე წლიურად 1.1%-ით შემცირდა და 14.2% შეადგინა.

  • საანგარიშო პერიოდში წლიურად დაქირავებულთა რიცხოვნობა გაიზარდა 20.1 ათასი კაცით (2.1%) და 978.5 ათასს მიაღწია, ხოლო თვითდასაქმებულთა რიცხოვნობა 19.7 ათასით გაიზარდა (4.8%) და 433.5 ათასი შეადგინა. ამავე პერიოდში უმუშევართა რაოდენობა შემცირდა 14.7 ათასით (5.9%) და 233.9 ათასი შეადგინა.

„მეოთხე კვარტალში კვარტალში სამუშაო ძალის მონაწილეობის დონე (სამუშაო ძალის წილი 15 წლის და უფროსი ასაკის მოსახლეობაში) წლიურად 0.6%-ით გაიზარდა და 54.9 პროცენტით განისაზღვრა, ხოლო დასაქმების დონე გაიზარდა 1.1 პროცენტული პუნქტით და 47.1 პროცენტი შეადგინა.

სამუშაო ძალის მონაწილეობის დონე ქალაქის ტიპის დასახლებებში გაზრდილია 0.2 პროცენტული პუნქტით, ხოლო სოფლის ტიპის დასახლებებში – 1.2 პროცენტული პუნქტით...განაგრძეთ კითხვა