ტრაგედია ბათუმში - ავტომობილი ახალგაზრდა ქალს დაეჯახა, რომელიც გარდაიცვალა
ავტოსაგზაო შემთხვევას ახალგაზრდა ქალის სიცოცხლე ემსხვერპლა. შემთხვევა ბათუმში მოხდა. არსებული ინფორმაციით, 35 წლის ქალი ქვეითთა გადასასვლელით სარგებლობდა, რა დროსაც ავტომობილი დაეჯახა.