პარლამენტის წინ აქციის მონაწილეებმა საავტომობილო გზა გადაკეტეს.
საპოლიციო კორდონის მიუხედავად, საკანონმდებლო ორგანოსთან შეკრებილმა მომიტინგეებმა სავალი გზის დაკავება მოახერხეს.
უწყვეტი პროტესტის 84-ე დღესაც აქციის მონაწილეების მთავარი მოთხოვნა ისევ ახალი არჩევნების დანიშვნა და აქციების პერიოდში დაკავებული ყველა პირის გათავისუფლებაა.
"ყველგან პოლიცია, არსად სამართალი" , - სკანდირებენ აქციის მონაწილეები.