ავტორი:

"მის სხეულს აღარ შეუძლია წონის კლება..." - ილია თოფურიამ UFC-ის ქვემსუბუქი წონა დატოვა და ასპარეზობას მსუბუქ წონაში გააგრძელებს

"მის სხეულს აღარ შეუძლია წონის კლება..." - ილია თოფურიამ UFC-ის ქვემსუბუქი წონა დატოვა და ასპარეზობას მსუბუქ წონაში გააგრძელებს

UFC-ის ქვემსუბუქი წონითი დივიზიონის ჩემპიონი ილია თოფურია ასპარეზობას მსუბუქ წონაში გააგრძელებს. ამის შესახებ ინფორმაცია ორგანიზაციის პრეზიდენტმა დენა უაითმა დაადასტურა.

  • "თოფურია გრძნობს, რომ მან ყველაფერი გააკეთა ამ დივიზიაში. მან დატოვა მისი მემკვიდრეობა. მის სხეულს აღარ შეუძლია წონის კლება, ამიტომ თოფურია მსუბუქ წონაში გადაიწევს, მისი ტიტული კი ვაკანტური გახდება", - განაცხადა უაითმა.

შეგახსენებთ, თოფურიამ საჩემპიონო ქამარი ჯერ ალექსანდრ ვოლკანოვსკის დამარცხებით მოიპოვა, შემდეგ კი ჩემპიონობა მაქს ჰოლოუეისთან დაიცვა, დიდი ალბათობით, "მატადორის" მომდევნო მეტოქე ისლამ მახაჩევი იქნება.

sportall.ge