ავტორი:

თოვლი, ნისლი, ქარბუქი, ლიპყინული გზებზე - ამინდი მკვეთრად უარესდება: როგორია პროგნოზი

თოვლი, ნისლი, ქარბუქი, ლიპყინული გზებზე - ამინდი მკვეთრად უარესდება: როგორია პროგნოზი

გარემოს ეროვნული სააგენტოს ინფორმაციით, დღეიდან ამინდი მკვეთრად უარესდება. მათი ცნობით, 20-21 თებერვალს საქართველოში მოსალოდნელია ნალექი, უმეტესად თოვლის სახით, საავტომობილო გზებზე მოსალოდნელია ლიპყინული.

"20-21 თებერვალს საქართველოში მოსალოდნელია ნალექი, უმეტესად თოვლის სახით, ზოგან ძლიერი, მთაში და მაღალ მთაში ზოგან ნისლი, ქარბუქი და ზვავსაშიშროება, საავტომობილო გზებზე ლიპყინული, ელექტროგადამცემ ხაზებზე შემოყინულობა.

დიდთოვლობის, ხილვადობის გაუარესების, ქარბუქის, ლიპყინულის და ზვავსაშიშროების გამო საავტომობილო გზების ცალკეულ მონაკვეთებზე შესაძლებელია შეიზღუდოს ტრანსპორტის მოძრაობა. (საფრთხის დონე საშუალო)", - აღნიშნულია ინფორმაციაში.

  • ინტენსიური თოვის გამო, შიდასახელმწიფოებრივი მნიშვნელობის ვაზიანი-გომბორი-თელავის საავტომობილო გზის კმ36-კმ64 (ვერონა-თელავი) მონაკვეთზე, დასაშვებია მხოლოდ მაღალი გამავლობის (ორი და მეტი წამყვანი ხიდის მქონე) ავტოტრანსპორტის მოძრაობა, ხოლო დანარჩენი სახის ავტოტრანსპორტის გადაადგილება აკრძალულია.

საავტომობილო გზის დანარჩენ მონაკვეთზე ავტოტრანსპორტის მოძრაობა თავისუფალია.