ავტორი:

რუსეთმა ხერსონში, საცხოვრებელი კორპუსი დაბომბა - დაშავებულებს შორის არიან ბავშვები

რუსეთმა ხერსონში, საცხოვრებელი კორპუსი დაბომბა - დაშავებულებს შორის არიან ბავშვები

რუსებმა ხერსონის დნიპროვსკის რაიონში მრავალსართულიან საცხოვრებელი კორპუსი დაბომბეს.

ხერსონის რეგიონული სამხედრო ადმინისტრაციის ხელმძღვანელის ალექსანდრ პროკუდინის განცხადებით, არიან დაშავებულები. გარდაცვლილების შესახებ ინფორმაცია არ ვრცელდება.

  • პროკუდინის თქმით, დაშავებულებს შორის არიან 13 წლის ტყუპები - ბიჭი და გოგონა.

"მათ აღენიშნებათ დაზიანებები და მწვავე სტრესული რეაქცია. ბავშვები ამჟამად საავადმყოფოში, სამედიცინო მეთვალყურეობის ქვეშ იმყოფებიან", - განაცხადა მან.

გარდა ამისა, მაშველებმა მე-8 სართულზე, ნანგრევებში ჩარჩენილი მამაკაცი გადაარჩინეს.

გარდა ამისა, უკრაინის თითქმის მთელ ტერიტორიაზე გამოცხადებული იყო განგაში. მოგვიანებით განგაში გაუქმდა დასავლეთის რეგიონებში, მაგრამ ის ძალაში რჩება ქვეყნის ჩრდილოეთ, აღმოსავლეთ და სამხრეთ რეგიონებში.