ავტორი:

"ამას ბოლო წუთს ვერ მოვახერხებთ“ - რას აცხადებენ NASA-ში ასტეროიდზე, რომელსაც "ქალაქის მკვლელს" უწოდებენ და რა საფრთხე ემუქრება დედამიწას?

"ამას ბოლო წუთს ვერ მოვახერხებთ“ - რას აცხადებენ NASA-ში ასტეროიდზე, რომელსაც "ქალაქის მკვლელს" უწოდებენ და რა საფრთხე ემუქრება დედამიწას?

დედამიწას უახლოეს მომავალში შესაძლოა, ასტეროიდი სახელად 2024 YR4 დაეჯახოს. ამჟამინდელი პროგნოზით, ასტეროიდი დედამიწისკენ სვლას 2028 წლის ბოლოს დაიწყებს.

მეცნიერებმა მისი ორბიტის გამოთვლა და შესაძლო ტრაექტორიის პროგნოზირება შეძლეს. მეცნიერების თქმით, ასტეროიდი, სავარაუდოდ, ვიწრო ზოლში მოხვდება, რომელიც გადაჭიმულია ჩრდილოეთ სამხრეთ ამერიკიდან წყნარი ოკეანის გავლით აზიამდე.

  • საერთაშორისო სააგენტოები გულმოდგინედ ადევნებენ თვალყურს ასტეროიდის მოძრაობას და საჭიროების შემთხვევაში მის აფეთქებას გეგმავენ.

"მოქმედებისთვის საკმარისი დრო გვაქვს, მაგრამ დაგეგმვა აქედანვე უნდა დავიწყოთ. ამას ბოლო წუთს ვერ მოვახერხებთ“ - ამბობს კენედის კოსმოსური ცენტრის პროექტის მენეჯერი.

დედამიწასთან მოახლოების შემთხვევაში "ნასა" ასტეროიდის მიმართულებით ასაფეთქებელი ნივთიერებით შეიარაღებულ რაკეტას გაგზავნის.

”მისი განადგურება ადვილი იქნება. მთავარი არის ასაფეთქებელი ნივთიერებების მიწოდება ზუსტად საჭირო დროს, სწორი კუთხით", - ამბობს NASA-ს პროექტის მენეჯერი.

ასტეროიდის განადგურების საშუალებები დიდწილად დამოკიდებული იქნება მის სიმკვრივესა და შემადგენლობაზე - რაც მეცნიერებმა ჯერ არ იციან. ზოგიერთი ასტეროიდი ფოროვანი კლდისა და ლითონისგან შედგენა, რაც მათ იოლად დაშლას იწვევს. ამ ასტეროიდებს ნაკლები ასაფეთქებელი ნივთიერებები დასჭირდებათ.

  • ასტრონომები თვლიან, რომ ასტეროიდი დაახლოებით 40-დან 100 მეტრის სიგანისაა. კოსმოსის მკვლევარი ბილ ჰარვუდი ამბობს, რომ თუკი ის დედამიწის მჭიდროდ დასახლებულ ადგილას დაეცემა, ეს ნამდვილი კატასტროფა იქნება.

აფეთქებისას ის 8-დან 15 მეგა ტონამდე ტროტილს გამოიმუშავებს, რაც 500-ჯერ აღემატება ჰიროსიმაში ჩამოგდებულ ატომურ ბომბს, რომელსაც დაახლოებით 140 000 ადამიანის სიცოცხლე ემსხვერპლა.

წყარო

ნახეთ ასევე:

მეცნიერებმა გამოთვალეს სავარაუდო თარიღი, როცა გიგანტური ასტეროიდი შესაძლოა, დედამიწას შეეჯახოს - "მას შეუძლია პატარა ქალაქი რუკიდან წაშალოს"