ავტორი:

60 წლის კორტნი კოქსი საცურაო კოსტიუმში - რა ფოტოები გადაუღეს პაპარაცებმა "მეგობრების" ვარსკვლავს: "მან დრო გააჩერა, საოცარ ფორმაშია"

60 წლის კორტნი კოქსი საცურაო კოსტიუმში - რა ფოტოები გადაუღეს პაპარაცებმა "მეგობრების" ვარსკვლავს: "მან დრო გააჩერა, საოცარ ფორმაშია"

ამერიკელი მსახიობი კორტნი კოქსი ქალიშვილთან, კოკოსთან ერთად, პაპარაცებმა ავსტრალიის სანაპიროზე დააფიქსირეს. 60 წლის მსახიობი საცურაო კოსტიუმში იდეალურად გამოიყურებოდა.

"მან დრო გააჩერა, შესანიშნავ ფორმაშია", - წერენ მისი გულშემატკივრები.

  • გასული წლის ოქტომბერში, "მეგობრების" ვარსკვლავმა გულწრფელად ისაუბრა თავის ერთადერთ შვილთან ურთიერთობაზე.

  • "უცნაურია, ხალხი ხშირად მეუბნება რამდენად ვარ ჩართული ჩემი შვილის ცხოვრებაში. კოკოს თინეიჯერობის წლებში საქმე რთულად იყო, ის თითქმის არ მელაპარაკებოდა, სულ თავის ოთახში იყო ჩაკეტილი. კოლეჯში ჩაბარების შემდეგ უფრო მეტს მელაპარაკებოდა. ის მართლაც განსაკუთრებული, ჭკვიანი, მხიარული ბავშვია", - ამბობს მსახიობი.

როგორც ცნობილია, კოკო აპირებს მშობლების კვალს გაჰყვეს და მსახიობი გახდეს.

კორტნი კოქსი ამერიკელი მსახიობია, რომელმაც სახელი ლეგენდარულ სიტკომში "მეგობრებში" შესრულებული როლით გაითქვა. ამ როლისათვის მას სამი სამსახიობო ჯილდო აქვს მოგებული. ასევე თამაშობდა ისეთ ფილმებსა და სერიალებში, როგორებიცაა: "კუგარ თაუნი“ და "კივილი“.

წყარო