ავტორი:

"ჩვენ არ ვაპირებთ კიდევ ერთი პატარა მებრძოლის დამარცხებას... ჯერ დაამტკიცოს, რომ..." - რას ამბობს ისლამ მახაჩევის მენეჯერი ილია თოფურიაზე

"ჩვენ არ ვაპირებთ კიდევ ერთი პატარა მებრძოლის დამარცხებას... ჯერ დაამტკიცოს, რომ..." - რას ამბობს ისლამ მახაჩევის მენეჯერი ილია თოფურიაზე

UFC-ის ქვემსუბუქი წონის ქართველმა ჩემპიონმა, ილია თოფურიამ აღნიშნული წონა დატოვა და ამიერიდან მსუბუქ წონაში იასპარეზებს. მსუბუქ წონაში ჩემპიონი ამ დროისთვის დაღესტნელი ისლამ მახაჩევია.

  • ილიას გადაწყვეტილებას, წონის კატეგორიის შეცვლის შესახებ გამოეხმაურა ისლამის მენეჯერი რაზვან მაგომედოვი.

მაგომედოვის აზრით, ილიამ ჯერ უნდა დაიმსახუროს ილსამ მახაჩევთან ბრძოლა და ამისთვის მსუბუქ წონაში რომელიმე სხვა მებრძოლი უნდა დაამარცხოს. როგორც მაგომედოვი X-ზე წერს, ისინი არ აპირებენ კიდევ ერთი "პატარა მებრძოლის" დამარცხებას.

"თოფურიამ ჯერ დასტინთან დან ჩარლზთან იბრძოლოს (გულისხმობს დასტინ პორიესა და ჩარლზ ოლივეირას), რათა დაამტკიცოს, მას აქვს ლეგიტიმაცია ამ წონაში ბრძოლის. ჩვენ არ ვაპირებთ კიდევ ერთი პატარა მებრძოლის დამარცხებას", - წერს რაზვან მაგომედოვი.

  • ცნობისთვის, ილია თოფურიამ UFC-ის ჩემპიონის ტიტული მას შემდეგ მოიპოვა, რაც ლეგენდარული ალექსანდრე ვოლკანოვსკი დაამარცხა, შემდეგ კი ჩემპიონის ქამარი დაიცვა და კიდევ ერთი მებრძოლი, მაქს ჰოლუეი დაანოკაუტა.