ავტორი:

ქუთაისის კლინიკაში დაზიანებებით ახალგაზრდა ქალი შეიყვანეს, არსებული ინფორმაციით, ის ნაცემია - რას აცხადებენ შსს-ში?

ქუთაისის კლინიკაში დაზიანებებით ახალგაზრდა ქალი შეიყვანეს, არსებული ინფორმაციით, ის ნაცემია - რას აცხადებენ შსს-ში?

ქუთაისის ერთ-ერთ კლინიკაში დაზიანებებით ახალგაზრდა ქალი შეიყვანეს. გავრცელებული ინფორმაციით, ის სასტიკად არის ნაცემი.

  • პაციენტს დაზიანებები სახის, თავის, გულ-მკერდის არეში და კიდურებზე აღენიშნება. მის სიცოცხლეს ამ ეტაპზე საფრთხე არ ემუქრება.

არსებული ინფორმაციით, ახალგაზრდა ქალი კლინიკაში მამაკაცმა შეიყვანა. მისი თქმით, ის მძიმე მდგომარეობაში ქუთაისისა და ერთ-ერთი მუნიციპალიტეტის დამაკავშირებელ გზაზე იპოვა.

შინაგან საქმეთა სამინისტროს ინფორმაციით, მომხდარზე გამოძიება 117-ე მუხლით დაიწყო და საქმეზე საგამოძიებო მოქმედებები გრძელდება.