ევროინტეგრაციის საკითხებში ყოფილი სახელმწიფო მინისტრი ალექსი პეტრიაშვილი ისევ 5000 ლარით დააჯარიმეს. ამის შესახებ მან გუშინ სოცქსელში დაწერა.
მისი თქმით, პოლიცია 17 თებერვალს, რუსთაველის გამზირზე გამართული საპროტესტო აქციის დროს გზის ხელოვნურად გადაკეტვას ედავება.
გუშინდელ პოსტში პეტრიაშვილმა დაწერა, რომ ჯარიმის ქვითარი მასთან სახლში იმ დროს მიიტანეს, როცა ნაოპერაციები მამა საავადმყოფოდან გამოიყვანა.
"ხომ იცით ფაქტობრივი მისამართი? მაინცდამაინც იქ მიიტანეთ სადაც ავადმყოფი კაცი მივიყვანე! მთელი დღე ვმოძრაობდი! სადაც ვმუშაობ ეგეც იცით! მაინცდამაინც იქ მიიტანეთ სოლოლაკში! თქვენ გგონიათ მაგით ან შემაშინებთ ან გამაჩერებთ?" - წერდა გუშინ პეტრიაშვილი.
დღეს ყოფილმა მინისტრმა ახალი პოსტი გამოაქვეყნა:
"გუშინდელი ამბის გაგრძელება არ გაინტერესებთ? რომ ვაგინე ავადმყოფ მამასთან როგორ მიიტანეთ ქვითარი თქო, დღეს არ გაინტერესებთ ახალი ქვითარი სად მიიტანეს? შვილიშვილები სადაც ცხოვრობენ, დოლიძეზე! კრიმპოლის 6 თანამშრომელი დაადგა 3 წლის კიტას და 1 წლის უნას და ჩამოუნგრიეს კარები ბრახუნით! მანდ რა გინდოდათ შეხება არ მაქვს თქო?
მოძიებული ინფორმაციით მოვიტანეთო!თქვენს ჭკუაში ფსიქოლოგიურ ტერორს აწყობთ და გგონიათ დამაშინებთ? ერთმა შვილმკვდარმა მამამ მითხრა, ასეთი უბედურების მერე აღარაფრის გეშინიაო! ხოდა იწანწალეთ ასე!
ე ბიჯო! სამსახურში დავდივარ ფეხით ან 345 ნომერი ავტობუსით! რომ გამოგელევათ მისამართები, შევხვდებით ავტობუსში! კაი ხალხს კი შევხვდები ამ საღამოს რუსთაველზე ისევ!
პ.ს. რაც გაგინეთ ქოცებო ყველაფერი ძალაში რჩება უბრალოდ ჩემს ფბ მეგობრებს ვერ ვაკადრებ დილიდან ისევ იმავეს კითხვას!თავისუფლება რეჟიმის ტყვეებს!სიკვდილი ოლიგარქს!ძირს რუსული რეჟიმი!რუსთაველზეც და ყველგან, ბოლომდე!" - წერს პეტრიაშვილი.
წაიკითხეთ ასევე: