აშშ-ის მთავრობის ეფექტიანობის (DOGE) ხელმძღვანელი, მილიარდერი ილონ მასკი მერილენდში კონსერვატიული პოლიტიკის კონფერენციას დაესწრო, სადაც საკმაოდ უჩვეულო საჩუქარი მიიღო.
მასკს არგენტინის პრეზიდენტმა, ხავიერ მილეიმ ხერხი აჩუქა. საჩუქარი DOGE-ის ხელმძღვანელმა პირდაპირ სცენაზე მიიღო და როგორც გავრცელებულ კადრებში ჩანს, ის ძალიან კმაყოფილი დარჩა.

როგორც მედია წერს, სიმბოლურად ხერხი მიუთითებდა DOGE-ის მუშაობაზე, რომელიც ხარჯების შემცირებას ეხება და რომლის ფარგლებშიც, ილონ მასკი სხვადასხვა ორგანიზაციებსა და უწყებებს აუქმებს.
"ეს არის ხერხი ბიუროკრატიისთვის“, - თქვა ილონ მასკმა.

ხერხზე ამოტვიფრულია ფრაზა, რომელსაც ხავიერ მილეი ხშირად იყენებს - "გაუმარჯოს თავისუფლებას, ღმერთო“.
<blockquote class="twitter-tweet" data-media-max-width="560"><p lang="en" dir="ltr">THIS IS THE CHAINSAW FOR BUREAUCRACY!! <a href="https://t.co/7Ncx6C0k8O">pic.twitter.com/7Ncx6C0k8O</a></p>— DogeDesigner (@cb_doge) <a href="https://twitter.com/cb_doge/status/1892749329388962042?ref_src=twsrc%5Etfw">February 21, 2025</a></blockquote> <script async src="https://platform.twitter.com/widgets.js" charset="utf-8"></script>