ავტორი:

აშშ-ის რამდენიმე შტატში ტრამპისა და მასკის საწინააღმდეგო, მასშტაბური აქციები გაიმართა - "არა მეფეებს" (ფოტო/ვიდეო)

აშშ-ის რამდენიმე შტატში ტრამპისა და მასკის საწინააღმდეგო, მასშტაბური აქციები გაიმართა - "არა მეფეებს" (ფოტო/ვიდეო)

ტრამპისა და მისი ადმინისტრაციის წინააღმდეგ აშშ-ის რამდენიმე შტატში მასშტაბური საპროტესტო აქცია გაიმართა. საპროტესტო გამოსვლებს თან ახლდა შეძახილები: "პრეზიდენტების დღეს მეფეები არა!" და "ილონ მასკი უნდა წავიდეს!".

ყველაზე მასშტაბური საპროტესტო აქციები იყო ბოსტონში, ფლორიდასა და კალიფორნიაში.

მომიტინგეები ქუჩებში 17 თებერვალს გამოვიდნენ და რამდენიმე ორგანიზაციის მიერ დაგეგმილ პროტესტს შეუერთდნენ. ისინი “ტრამპის ადმინისტრაციას ანტიდემოკრატიულ და უკანონო ქმედებებში“ ადანაშაულებენ.

  • საპროტესტო აქცია "დღე მეფეების გარეშე" იყო მოძრაობა 50501 მიერ ორგანიზებული აქციების სერიიდან ერთ-ერთი (50 პროტესტი, 50 შტატი, ერთი მოძრაობა).

გამოსვლები მომავალშიც იგეგმება.

ათასობით ადამიანი ვაშინგტონში, ორლანდოში, ფლორიდასა და სიეტლში, სკანდირებდა ფრაზებს, რომელიც მასკს და ტრამპს ხელისუფლების დატოვებისკენ მოუწოდებდა.

“ელონ მასკი უნდა წავიდეს“, "ეს არის გადატრიალება", "მშიშრები ქედს უხრიან ტრამპს“, “პატრიოტები ფეხზე დგანან“, - ეწერა აქციის მონაწილეების ბანერებზე.

  • წარმოგიდგენთ ფოტოებს აქციებიდან:

2025 წლის 17 თებერვალი, საპროტესტო აქცია, პრეზიდენტების დღეს, ვაშინგტონი

ბოსტონი - ქალს სახეზე აწერია: “ხელები შორს ჩემი უფლებებისგან“

მასაჩუსეტსი, ბოსტონი -აქცია წარმომადგენელთა პალატის შენობის წინ

პრეზიდენტს ტრამპისა და ელონ მასკის საწინააღმდეგო აქცია - მაიამი

მოძრაობა 50501-ის წარმომადგენელი და აქციების ორგანიზატორი ჯეკ კანინგემი მიმართავს მომიტინგეებს ცინცინატის მერიის შენობასთან

ტეხასი

სპირნგფილდი

ლოს-ანჟელესი

კოლორადოს შტატი

კალიფორნია - “ლონგ ბიჩი“

ნუი -იორკი

წყარო

იხილეთ ასევე: