ავტორი:

ნახევარ მილიონამდე ღირებულების მანქანები, ძვირადღირებული სანომრე ნიშნით - კადრები შორენა ბეგაშვილის პენტჰაუზიდან: რატომ გაქრა მსახიობი ბოლო დროს სოცქსელებიდან

ნახევარ მილიონამდე ღირებულების მანქანები, ძვირადღირებული სანომრე ნიშნით - კადრები შორენა ბეგაშვილის პენტჰაუზიდან: რატომ გაქრა მსახიობი ბოლო დროს სოცქსელებიდან

საქართველოში მიმდინარე აქციების ფონზე, სოციალური ქსელიდან გამქრალი შორენა ბეგაშვილი, გამომწერებთან მდიდრულად დაბრუნდა. მოდელმა და მსახიობმა რამდენიმე დღის წინ, საკუთარი პენტჰაუზიდან ჯერ ვიდეო გამოაქვეყნა, შემდეგ კი მანქანების ფოტო. საიდანაც ერთი შორენასია და მეორე მისი საყვარელი მამაკაცის.

  • ფოტოზე ჩანს ორი ძვირადღირებული მანქანა Brabus G-Class რომლის საბაზრო ღირებულება $400,000 - $500,000-მდეა და Mercedes-Benz G63 AMG მანქანის ეს მოდელი $180,000 - $250,000-მდე ღირს.

SHO – ეს ბეგაშვილის მანქანის სანომრე ნიშნებია. წითელი ტყავის სალონით გაწყობილი მანქანით, ქართველი სექს-სიმბოლო მას შემდეგ დადის, რაც მის ცხოვრებაში ახალი მამაკაცი, მილიონერი მამუკა ურუშაძე გამოჩნდა.

  • დიდი ხნის მალვის შემდეგ, მას შემდეგ რაც მედიამ გაავრცელა თუ ვისზე იყო ბეგაშვილი შეყვარებული, შორენა ურუშაძეს აღარ მალავს, მაგრამ ფაქტია, რომ საყვარელი მამაკაცი, კადრში იშვიათად ხვდება და ამჯერად მხოლოდ მისი მანქანის ფოტოს დასჯერდა.

შორენა ბეგაშვილი იყო ერთ-ერთი ცნობილ ინფლუენსერებს შორის, რომელსაც საკუთარი პლატფორმა ბოლო დროს ქვეყანაში მიმდინარე პროცესებზე მხარდასაჭერად არ გამოუყენებია.

იმ დღეებში მოგზაურობის მოყვარული შორენა, ბედნიერი დღეების კადრებსა და ძვირადღირებული შენაძენების ფოტოებს აღარ აზიარებდა. თუმცა, როგორც აღმოჩნდა, დროებით და სოციალურ ქსელებს მიჩვეული ბეგაშვილის „შვებულება“ დასრულდა. ორი დღის წინ დააანონსა, რომ ახლა უკვე ტიკ-ტოკ პლატფორმაზეც იქნება.

წაიკითხეთ ასევე: