ავტორი:

"ეს ენით აღუწერელია ცინიზმია" - "ჰამასმა" ისრაელელი მძევლის ცხედრის ნაცვლად, ისრაელს პალესტინელი ქალის ცხედარი გადასცა: რას ამბობს ნეთანიაჰუ?

"ეს ენით აღუწერელია ცინიზმია" - "ჰამასმა" ისრაელელი მძევლის ცხედრის ნაცვლად, ისრაელს პალესტინელი ქალის ცხედარი გადასცა: რას ამბობს ნეთანიაჰუ?

"ჰამასის“ მიერ ისრაელისთვის გუშინ გადაცემულ ოთხ ცხედარს შორის შირი ბიბასის ცხედარი არ არის, - გამოცემა BBC-ის ინფორმაციით, ამის შესახებ ისრაელის თავდაცვის ძალებმა განაცხადა.

ისრაელის მედიის ინფორმაციით, "ჰამასმა" ბიბასის ცხედრის ნაცვლად ისრაელს ღაზელი ქალის ცხედარი გადასცა. აღნიშნულის შესახებ საუბრობს ისრაელის პრემიერი-მინისტრი ბენიამინ ნეთანიაჰუც.

  • ნეთანიაჰუს თქმით, ისრაელელი მძევლის ცხედრის ნაცვლად პალესტინელი ქალის ცხედრის გადაცემა ენით აღუწერელი ცინიზმია.

"ჰამასის“ მონსტრების სისასტიკეს საზღვარი არ აქვს. მათ არა მარტო გაიტაცეს მამა, იარდენ ბიბასი, ახალგაზრდა დედა, შირი და მათი ორი პატარა შვილი, არამედ, ენით აუწერელი ცინიზმით, შირი შვილებთან, პატარა ანგელოზებთან ერთად არ დააბრუნეს და კუბოში ღაზელი ქალის ცხედარი ჩაასვენეს“, - აღნიშნა ნეთანიაჰუმ.

  • მისი თქმით, ისრაელი მტკიცედ იმოქმედებს შირისა და ყველა ისრაელელი მძევლის, როგორც ცოცხლის, ასევე დაღუპულის, დასაბრუნებლად. ნეთანიაჰუმ მწუხარება გამოხატა დაღუპული მძევლების გამო და აღნიშნა: "ღმერთმა შური იძიოს მათი სისხლის გამო - და ჩვენც შურს ვიძიებთ“.

შეგახსენებთ, ისრაელის თავდაცვის ძალების განცხადებით, "იდენტიფიკაციის პროცესში დადგინდა, რომ "ჰამასის“ მიერ ისრაელისთვის გუშინ გადაცემულ ოთხ ცხედარს შორის შირი ბიბასის ცხედარი არ არის. დანარჩენი სამი ცხედარი კი ბიბასის ორი შვილისა და 83 წლის მძევლის, ოდედ ლიფშიცისაა. "ჰამასმა“ 32 წლის შირი ბიბასი, მის შვილებთან, 4 წლის არიელთან და 9 თვის კფირთან ერთად 2023 წლის 7 ოქტომბერს, ნირ ოზის კიბუციდან გაიტაცა.