ავტორი:

ოთარ ზურაბიშვილს გზის გადაკეტვის ბრალდებით პოლიციამ 5000 ლარიანი ჯარიმა ორჯერ გამოუწერა

ოთარ ზურაბიშვილს გზის გადაკეტვის ბრალდებით პოლიციამ 5000 ლარიანი ჯარიმა ორჯერ გამოუწერა

გზის გადაკეტვის ბრალდებით პოლიციამ მეხუთე პრეზიდენტის ძმა, ოთარ ზურაბიშვილიც დააჯარიმა. როგორც ოთარ ზურაბიშვილი წერს, მან 21 თებერვალს, პოლიციისგან 5 000-5 0000 ლარიანი საჯარიმო ოქმი ორჯერ მიიღო.

„ამ დილას, ორჯერ ზედიზედ მომადგა პოლიცია. ჯერ 4 პოლიციელი (5000 ლ), შემდეგ 3 (ისევ 5000) ! ჯარიმის (ქუჩის გადაკეტვა) ოქმის გადასაცემად ამდენი პოლიციელი, ალბათ, საჭირო იყო!

1-პროტესტის ნება ყველას აქვს

2-ეს მხოლოდ დაშინების პროცესია

3-შანსი არ არის რომ ვინმეს შეაშინონ

ტყუილია ! გავასაჩივრებ ! ამ საღამოს აქციაზე ვიქნები!

(დავრთე დოკუმენტი როგორ მოიქცეთ ამ შემთხვევაში)“ - წერს ოთარ ზურაბიშვილი „ფეისბუქზე“.