პერუში, სავაჭრო ცენტრში სახურავის ჩამონგრევის შედეგად, სულ მცირე, 3 ადამიანი დაიღუპა და 74 დაშავდა, - ამის შესახებ ინფორმაციას სააგენტო „ფრანს-პრესი“ ავრცელებს.
„ფრანს-პრესის“ ცნობით, შემთხვევა პერუს ქალაქ ტრუხილიოში მდებარე Real Plaza-ს სავაჭრო ცენტრში მოხდა, როდესაც საკვები ობიექტების სივრცეში სახურავი ჩამოინგრა.
„საავადმყოფოებში 74 დაშავებული გადავიყვანეთ, მათგან 10 ბავშვია, ხოლო 11 ადამიანის მდგომარეობა მძიმეა“, - განაცხადა ადგილობრივი ხელისუფლების წარმომადგენელმა, ანიბალ მორილიომ.