ავტორი:

"ის ძალიან ჰგავს 2020 წლის მომაკვდინებელ ვირუსს" - რა არის ცნობილი ჩინურ ლაბორატორიაში, ღამურებში აღმოჩენილ ახალი კორონავირუსზე

"ის ძალიან ჰგავს 2020 წლის მომაკვდინებელ ვირუსს" - რა არის ცნობილი ჩინურ ლაბორატორიაში, ღამურებში აღმოჩენილ ახალი კორონავირუსზე

ჩინურ ლაბორატორიაში, რომელიც COVID-19-ის გაჟონვაშია ეჭვმიტანილი, მეცნიერებმა ღამურებში ახალი კორონავირუსი აღმოაჩინეს და ის ძალიან ჰგავს 2020 წლის მომაკვდინებელი პანდემიის გამომწვევ ვირუსს, - ნათქვამია კვლევაში.

  • "ვირუსი აღმოაჩინეს უჰანის ვირუსოლოგიის ინსტიტუტში და მას ცხოველიდან ადამიანზე გადაცემის პოტენციალი აქვს, თუმცა ჯერჯერობით არცერთ ცოცხალ ადამიანში ინფექცია არ დაფიქსირებულა", - წერია სამეცნიერო ჟურნალ Cell-ში გამოქვეყნებულ კვლევაში.

ღამურების ვირუსი, სახელად HKU5-CoV-2, იმავე ადამიანის რეცეპტორს იყენებს, რასაც SARS-CoV-2 — კორონავირუსის შტამი, რომელიც COVID-19-ს იწვევს.

კვლევის მიხედვით, ახლად აღმოჩენილ ვირუსს შეუძლია ადამიანის და სხვა ძუძუმწოვრების უჯრედების ინფიცირება, ამ უჯრედებში არსებული კონკრეტული ცილებთან შეწებების გზით. თუმცა, ვირუსის ადამიანებში გავრცელების შესაძლებლობა "შემდგომი კვლევების საგანია", - აღნიშნულია სტატიაში.

მკვლევართა თქმით, ღამურების ახალი ვირუსი იმავე კორონავირუსის ოჯახს მიეკუთვნება, რაც შუა აღმოსავლეთის რესპირატორულ სინდრომს (MERS) იწვევს — სერიოზულ და ხშირად მომაკვდინებელ დაავადებას, რომელიც ადამიანებზე აქლემებთან უშუალო კონტაქტით გადადის. MERS-ის შემთხვევების უმეტესობა დაფიქსირებულია არაბეთის ნახევარკუნძულის ქვეყნებში, მათ შორის საუდის არაბეთში, ქუვეითში და ყატარში.

პირველი ცნობილი COVID-19-ის შემთხვევა ადამიანებში 2019 წლის ნოემბერში უჰანში დაფიქსირდა. CDC-ის მონაცემებით, პანდემიის შედეგად ამერიკაში 1.2 მილიონზე მეტი ადამიანი დაიღუპა.

უჰანის ვირუსოლოგიის ინსტიტუტი წლებია ყურადღების ცენტრშია COVID-19-ის ლაბორატორიული გაჟონვის თეორიებთან დაკავშირებით - თუმცა ამ ბრალდებას, ჩინეთი ამ დრომდე უარყოფს.