ავტორი:

"ძალიან რთული საყურებელია, ვინმემ უშველეთ" - ჯასტინ ბიბერის "უკონტროლო ქცევები" ფანებს აშფოთებთ: უკავშირდება თუ არა ეს P.Diddy-ის სკანდალს

"ძალიან რთული საყურებელია, ვინმემ უშველეთ" - ჯასტინ ბიბერის "უკონტროლო ქცევები" ფანებს აშფოთებთ: უკავშირდება თუ არა ეს P.Diddy-ის სკანდალს

სამშაბათს, ლონ-ანჯელესში ჰეილი ბიბერის კოსმეტიკური ბრენდის ახალი მაღაზია გაიხსნა, რომელსაც ჰეილის მეუღლე, მომღერალი ჯასტინ ბიბერიც ესწრებოდა. გულშემატკივრები მისი ფსიქოლოგიური მდგომარეობის გამო დამწუხრებულები არიან.

  • ფანებთან შეხვედრისას ჯასტინს მუქი სათვალეები ეკეთა და უკონტროლოდ იღიმებოდა.

"ძალიან რთული საყურებელია. ვინმე დაეხმარეთ მას" - წერენ კომენტარებში.

  • ფანები ვარაუდობენ, რომ ეს ყველაფერი ჰეილისთან დაძაბული ურთიერთობის ბრალი იყო. ზოგი კი იმასაც ამბობს, რომ ჯასტინის ბოლოდროინდელი ქცევა შონ "დიდი" კომბსის წინააღმდეგ წაყენებულ ბრალდებებს უკავშირდება.

რეპერი P Diddy სექს ტრეფიკინგის ბრალდებით დააკავეს. სკანდალურ საქმეს არაერთი ადამიანი, მათ შორის ცნობილი სავარაუდო მსხვერპლი ჰყავს. ნიუ იორკის სასამართლოს დოკუმენტების მიხედვით, რეპერს ბრალად ედება წლების განმავლობაში ადამიანებზე ძალადობა, შანტაჟი და ძალადობის გზით მსხვერპლთა შანტაჟი.

მედია წერს, რომ აღნიშნული საქმის გახმაურების შემდეგ, განსაკუთრებით რთულია ჯასტინ ბიბერის ფსიქიკური მდგომარეობა. ის საკუთარ თავში "ჩაიკეტა".

ვრცელდება ინფორმაცია, რომ წარსულში, როცა ჯასტინი ჯერ კიდევ ბავშვი იყო, რეპერის ერთ-ერთი მსხვერპლი გახდა (ეს ინფორმაცია დადასტურებული არ არის) თუმცა ამავდროულად, ისიც აღსანიშნავია, რომ P Diddy-მ და ჯასტინმა დაახლოებით წელიწადნახევრის წინ ითანამშრომლეს.

წყარო