ავტორი:

უამინდობის გამო, კიდევ რამდენიმე რეისი უქმდება - საქართველოს რკინიგზა განცხადებას ავრცელებს

უამინდობის გამო, კიდევ რამდენიმე რეისი უქმდება - საქართველოს რკინიგზა განცხადებას ავრცელებს

საქართველოს რკინიგზის ინფორმაციით, უამინდობის გამო მატარებლების კიდევ რამდენიმე რეისი უქმდება.

"საქართველოს რკინიგზა დამატებით გაცნობებთ, რომ, გურიაში არსებული უამინდობის გამო, უქმდება მატარებლების რამდენიმე რეისი, კერძოდ:

  • 23 თებერვალი – ქუთაისი-ბათუმი-ქუთაისის საღამოს რეისი;

  • 25 თებერვალი – თბილისი-ოზურგეთი;

  • 25 თებერვალი – რიონი-ქუთაისი-რიონი;

  • 25 თებერვალი -ქუთაისი-ბათუმი-ქუთაისი;

  • 25 თებერვალი -ბათუმი -ოზურგეთი-ბათუმი;

  • 26 თებერვალი – ოზურგეთი-თბილისი;

  • 26 თებერვალი – რიონი - ქუთაისი-რიონი;

საქართველოს რკინიგზა ბოდიშს გიხდით შექმნილი დისკომფორტის გამო. მგზავრებს ბილეთის საფასური სრულად აუნაზღაურდებათ",- აღნიშნულია რკინიგზის ინფორმაციაში.

გურიაში არსებული უამინდობისა და დიდი თოვლის გამო, მატარებლების რამდენიმე რეისის გაუქმების შესახებ ინფორმაცია საქართველოს რკინიგზამ რამდენიმე საათის წინაც გაავრცელა.

იხილეთ ასევე: