უკრაინის პრეზიდენტის, ვოლოდიმირ ზელენსკის განცხადებით, მზადაა, უკრაინაში მშვიდობისთვის, ან ქვეყნის ნატო-ში გაწევრიანების სანაცვლოდ, პრეზიდენტის თანამდებობა დათმოს.
“უკრაინაში მშვიდობისთვის თუ ნამდვილად გჭირდებათ, რომ ჩემი პოსტი დავტოვო, მაშინ მე მზად ვარ“, - აღნიშნა ზელენსკიმ.
მისი თქმით, მზადაა, პრეზიდენტის თანამდებობა დატოვოს უკრაინის ნატო-ში გაწევრიანების სანაცვლოდაც.
მისივე თქმით, პრეზიდენტად „ათწლეულის მანძილზე ყოფნას არ აპირებს“.
წაიკითხეთ ასევე: