სპეციალურმა საგამოძიებო სამსახურმა ცოტა ხნის წინ 40 წლის მამაკაცი დააკავა, რომლის მსხვერპლიც ათობით ბავშვია და ინტიმურ კადრებს, ვიდეოებს და ფოტოებს სახლში ინახავდა.
გამოძიების ინფორმაციით, მისი დანაშაულებრივი საქმიანობა თითქმის 5 წელს ითვლის.
“წლების განმავლობაში წერდა არასრულწლოვან პირებს, მათ შორის 13-14 წლის გოგონებს. შესაბამისად, შეიძლება ითქვას, რომ ის არის სერიული პედოფილი“, - აცხადებს სპეციალური საგამოძიებო სამსახურის გამომძიებელი კახა სოსელია.
კითხვაზე, მოახერხა თუ არა ბრალდებულმა ვინმესთან შეხვედრა, გამომძიებელ პასუხობს, რომ “აღნიშნული ინფორმაციის დადასტურება არ შეუძლია.“
“14 წლის ვიყავი, როდესაც მომწერა “ნინო ნინო“-ს სახელით. პროფილად მეყენა ფოტო, სადაც ჩანდა, რომ ბავშვი ვიყავი. მან გამომიგზავნა პორნოგრაფიული ვიდეო, გავბრაზდი და ვუპასუხე, რომ ჩემთვის აღარასდროს მოეწერა,“ - წერია ჩვენებაში.
გოგონა დაზარალებულად უკვე ცნეს. ადვოკატის ინფორმაციით, დაკავებული კაცის ქმედება ამ კონკრეტულ შემთხვევაში გარყვნილ ქმედებად შეფასდა.
პედოფილმა სხვა ბავშვების მახეში გაბმა შეძლო, მათ აიძულა, რომ ინტიმური ვიდეოები გადაეღოთ და მისთვის გაეგზავნათ. გამომძიებლებმა, დაკავებულის სახლისა და მანქანის ჩხრეკისას, მოცულობითი ფაილები ამოიღეს. მიმოწერები ასობით ბავშვთან და ქალთან, ასევე - მსხვერპლთა ინტიმური კადრები.
დაზარალებულების იდენტიფიცირება ამ დრომდე გრძელდება.