ბათუმში უხვი ნალექის გამო, მსუბუქ ავტომობილებთან ერთად საზოგადოებრივი ტრანსპორტს გადაადგილება უჭირს. თოვლში ჩარჩენილი ავტობუსების ამოყვანას, მგზავრები და საპატრულო ეკიპაჟის წევრები ცდილობენ. უხვი ნალექის და ქარბუქის გამო, ბათუმი თითქმის პარალიზებულია.
"ასეთი უხვი ნალექი აჭარაში თუ გავიხსენებთ 2016 წელს იყო, თოვლის საფარი დიდია, ამას ემატება ქარბუქი, ფაქტობრივად უძლური ვართ. ავტომობილები საერთოდ ვერ გადაადგილდებიან, მუნიციპალური ავტობუსი მუშაობს, მაგრამ ამ პირობებში ხედავთ როგორც. სჯობს სახლში დავრჩეთ, უსაფრთხოების მიზნით, რადგან ხეებს თოვლი აზიანებს და ტოტები ძირს ეცემა" - აღნიშნავენ მოქალაქეები AMBEBI.GE-სთან საუბრისას.
ბათუმში თოვლის საფარი 50 სანტიმეტრს აჭარბებს. დიდთოვლობისა და ქარბუქის გამო ბათუმის საერთაშორისო აეროპორტში დღეს 8 ავიარეისი გაუქმდა, - აღნიშნული ინფორმაცია „ინტერპრესნიუსს“ აეროპორტში დაუდასტურეს.
როგორც ბათუმის მერიაში აცხადებენ, გართულებული მეტეოროლოგიური პრობლემების გამო, საბავშვო ბაღებში სააღმზრდელო პროცესი ერთი დღით შეჩერდა.
"რეგიონში არსებული გართულებული მეტეოროლოგიური პირობების, მოსალოდნელი უამინდობისა და ქარის გათვალისწინებით, ქალაქ ბათუმის მუნიციპალიტეტის საბავშვო ბაღების აღმზრდელთა და აღსაზრდელთა უსაფრთხოების მიზნით, მიღებული იქნა გადაწყვეტილება 24 თებერვალს სააღმზრდელო პროცესის ერთი დღით შეჩერების თაობაზე. სააღმზრდელო პროცესი განახლდება 25 თებერვალს" - აცხადებენ ბათუმის მერიაში ასევე, ხულოს მერიის ინფორმაციით, მუნიციპალიტეტში ქარბუქის გამო, საბავშვო ბაღებში სააღმზრდელო პროცესი 26 თებერვალს განახლდება.
ბათუმის მერის არჩილ ჩიქოვანის განცხადებით, ბათუმის ქუჩების თოვლის საფარისგან გაწმენდითი სამუშაოები 24 საათის განმავლობაში მიმდინარეობს.
ბათუმის მერიის ცნობით, გაწმენდით სამუშაოებში 40 ერთეული სპეციალური ტექნიკაა ჩართული.ამასთან, აჭარის მუნიციპალიტეტებში, რამდენიმე სოფელს ელექტროენერგიის მიწოდება შეზღუდული აქვს, მათი თქმით, ნალექმა გადამცემი ბოძები დააზიანა, ისინი შესაბამის უწყებებს პრობლემის მოგვარებას სთხოვენ.
წაიკითხეთ ასევე: