“ჩხრეკაზე შემოვიდნენ დილას - არ ვიცი რას ეძებენ, ამოიღეს ტელეფონები, ლეპტოპები და კომპიუტერი,“- ამის შესახებ სპორტულმა კომენტატორმა, სანდრო ცნობილაძემ მედიასთან მის სახლში მიმდინარე საგამოძიებო მოქმედებებთან დაკავშირებით განაცხადა.
“ჩხრეკაზე შემოვიდნენ დილას და შესაბამისად ახლა მიმდინარეობს საგამოძიებო მოქმედებები. არ მაღებინებს კარებს არავისზე. აქ არის ადვოკატი. არ ვიცი რას ეძებენ. ამოიღეს ტელეფონები, ლეპტოპები და კომპიუტერი. ჯერჯერობით მეტი არაფერი არ ვიცი. ვუკავშირებ იმას, რომ სულ აქციებზე ვარ“,- განაცხადა სანდრო ცნობილაძემ.
ცნობისთვის, სპორტული კომენტატორის, სანდრო ცნობილაძის სახლში ჩხრეკა მიმდინარეობს. ჯერჯერობით უცნობია, რის საფუძველზე არიან მის სახლში სამართალდამცველები შესულები.