ავტორი:

"აქ ცხოვრობს 89 წლის ქალბატონი, ამ უბანში არიან ჩვილბავშვიანი ოჯახები, იქმნება პრობლემები საკვებზეც, კერძოდ პურზე" - რას წერენ ოზურგეთის სოფელ ზედუბანზე და რას აცხადებენ მუნიციპალიტეტის მერიაში

"აქ ცხოვრობს 89 წლის ქალბატონი, ამ უბანში არიან ჩვილბავშვიანი ოჯახები, იქმნება პრობლემები საკვებზეც, კერძოდ პურზე" - რას წერენ ოზურგეთის სოფელ ზედუბანზე და რას აცხადებენ მუნიციპალიტეტის მერიაში

საქართველოს თითქმის მთელ ტერიტორიაზე დიდთოვლობაა. განსაკუთრებით რთული ვითარებაა გურიაში.

"შეძლებთ თუ არა ზედუბანში ხალხის ევაკუაციას? დავიჯერო, რომ არ არის ამ ქვეყანაში ისეთი ტრანსპორტი, რომ ხალხი გაიყვანოს სოფლიდან?", - წერს სოციალურ ქსელში მოქალაქე ლუკა ხომერიკი და ფოტოს ქვეყნებს.

სოფელი ზედუბანი ოზურგეთის მუნიციპალიტეტს ეკუთვნის, ამიტომ მოქალაქეები კომენტარებში დასახმარებლად მუნიციპალიტეტის მერიას მიმართავენ.

  • აღნიშნული ფოტოს კომენტარებში კიდევ ერთი მოქალაქე, ლალი ხომერიკი წერს, რომ ფოტოზე აღბეჭდილი თოვლით დაფარული ჭიშკრის მიღმა 89 წლის ქალი ცხოვრობს.

"ამ ჭიშკარს შიგნით ცხოვრობს 89 წლის ქალბატონი,ამ უბანში არის ჩვილბავშვიანი ოჯახები,ხანდაზმულები,ადამიანები ჯანმრთელობის პრობლემებით .უკვე რამდენი დღეა არა აქვთ შუქი, იქმნება პრობლემები საკვებზეც,კერძოდ პურზე,.. ღმერთის იმედზეა დატოვებული ხალხი, ტექნიკა არ არის რომ ამ თოვლს მოერიოს", - აღნიშნავს ლალი ხომერიკი.

  • Ambebi.ge ოზურგეთის მერიას დაუკავშირდა, სადაც გვითხრეს, რომ ამ დროისთვის ცენტრალური საავტომობილო გზის გაწმენდის სამუშაოები მიმდინარეობს.

“მიმდინარეობს ცენტრალური საავტომობილო გზების გაწმენდითი სამუშაოები, თუ არ დასრულდება ცენტრალური გზები, შიდა სასოფლო გზების გაწმენდითი სამუშაოები ვერ დაიწყება”,- აღნიშნეს ოზურგეთის მერიაში