ავტორი:

"წავიდნენ და ალკოტესტის მაგივრად 5000-ლარიანი ჯარიმით დაბრუნდნენ" - რას წერს დათო გორგილაძე

"წავიდნენ და ალკოტესტის მაგივრად 5000-ლარიანი ჯარიმით დაბრუნდნენ" - რას წერს დათო გორგილაძე

პოლიციამ 5000 ლარით დააჯარიმა მწერალი და ტელეწამყვანი, დათო გორგილაძე. ამის შესახებ ის "ფეისბუქის" გვერდზე წერს.

"პატრულის ორმა ეკიპაჟმა გამაჩერა. საბუთებიო. მივაწოდე.

გადმობრძანდითო. გადავედი.

ნასვამი ხომ არ ხართო. ნარკოტიკი ხო არ გაქვთო. იარაღიო?

მეთქი არცერთი. ზედაპირულად დაგათვალიერებთო. დამათვალიერეს. კაიო, ალკოტესტს მოგვიტანენ, მანქანაში დაგველოდეთო.კაი-მეთქი.

წავიდნენ და ალკოტესტის მაგივრად 5000 ლარიანი ჯარიმით დაბრუნდნენ", - აღნიშნავს გორგილაძე.