ავტორი:

"ოზურგეთის სოფელ კონჭკათში მამაკაცი სახლის სახურავის გადათოვლისას დაიღუპა" - გურია TV

"ოზურგეთის  სოფელ კონჭკათში მამაკაცი სახლის სახურავის გადათოვლისას დაიღუპა" - გურია TV

ოზურგეთის მუნიციპალიტეტის სოფელ კონჭკათში შუახნის მამაკაცი, რომელიც მეზობლის დასახმარებლად გადავიდა, სახლის სახურავის გადათოვლისას დაიღუპა. ინფორმაციას ამის შესახებ "გურია TV" ავრცელებს.

გამოცემასთან კონჭკათის ტერიტორიულ ერთეულში მაჟორიტარმა დეპუტატმა, გელა აროშიძემ თქვა, რომ დაღუპულია ადგილობრივი მაცხოვრებელი

ადგილზე მობილიზებულია სამაშველო და სასწრაფო დახმარების სამსახურები.