ავტორი:

"როგორი ბოროტი უნდა იყო, ამ ურთულეს მდგომარეობაში, მაშინ, როცა ათობით სოფელი მოწყვეტილია კავშირს, აბრალებდე ვინმეს მსგავს საზიზღრობას" - ნინო წილოსანი

"როგორი ბოროტი უნდა იყო, ამ ურთულეს მდგომარეობაში, მაშინ, როცა ათობით სოფელი მოწყვეტილია კავშირს, აბრალებდე ვინმეს მსგავს საზიზღრობას" - ნინო წილოსანი

დიდთოვლობამ მოსახლეობას გურიაში მნიშვნელოვანი პრობლემები შექმნა. ამ დროისთვის დიდთოვლობის გამო რამდენიმე სოფელს არ მიეწოდება ელექტროენერგია და მოწყვეტილია გარე სამყაროს. სამაშველო სამსახურები საგანგებო რეჟიმში მუშაობენ.

გუშინ, სოციალურ ქსელში ერთ-ერთმა მომხმარებელმა გაავრცელა ტექსტი, რომელიც თითქოს დეპუტატ ნინო წილოსანს ეკუთვნოდა:

"თოვლის მოსვლა მარტო ნაციონალებს არ უხარიათ. რა ამბავი ატეხეთ, ხალხნო, მოდის გაზაფხული და დადნება, სულ კი არ იქნება თოვლი“.

აღნიშნულ სტატუსს, პოლიტიკოსი სოციალურ ქსელში გამოეხმაურა. როგორც წილოსანი წერს, სიბოროტეა, როდესაც მსგავს მდგომარეობაში ადამიანს მსგავს საზიზღრობას აბრალებ.

ნინო წილოსანი:

"როგორი ბოროტი უნდა იყო ამ ურთულეს მდგომარეობაში, მაშინ, როცა ათობით სოფელი მოწყვეტილია კავშირს, როცა უამრავ ადამიანს სასიცოცხლო პრობლემები ექმნება ამინდის შედეგად არსებული რთული გარემოებების ფონზე, ასეთ ვითარებაში აბრალებდე ვინმეს მსგავს საზიზღრობას…

რაც შეეხება სტიქიას, ყველა სტრუქტურული ერთეული აქტიურად ჩართულია მისგან გამოწვეული შედეგების აღმოსაფხვრელად და იმედი მაქვს მაქსიმალურად მოკლე დროში შევძლებთ თითოეულ ოჯახთან მივიდეთ დასახმარებლად

სამწუხაროდ, ოჯახური პრობლემების გამო, მიმდინარე პერიოდში არ ვიმყოფები საქართველოში და არ მაქვს საშუალება ფიზიკურად ვიყო თქვენს გვერდით.