მძარცველებმა ბრიტანეთში, ბლენჰეიმის სასახლიდან, რამდენიმე წლის წინ, დაახლოებით 6 მილიონი დოლარის ღირებულების ოქროს უნიტაზი მოიპარეს - როგორც აღნიშნული საქმის სასამართლოზე გახდა ცნობილი, ამისთვის მათ მხოლოდ 5 წუთი დასჭირდათ.
გამოძიების ინფორმაციით, მძარცველებმა უნიტაზი დაამტვრიეს და ოქრო გაინაწილეს.
გამოძიების ინფორმაციით, 2019 წლის 14 სექტემბერს 5-კაციანი ბანდა დილით, ადრიანად მივიდა და შენობაში შესასვლელი კარი ჩაქუჩით შეამტვრიეს.
დამნაშავეებმა ჩაქუჩები ადგილზე დატოვეს.
ის 98 კილოგრამს იწონიდა.
სასამართლო პროცესი გრძელდება. განაჩენი ჯერ არ გამოუტანიათ.